უკრაინის პარლამენტის ყოფილი სპიკერის მკვლელობაში „რუსული კვალია" - ეროვნული პოლიციის უფროსი

უკრაინის პარლამენტის ვერხოვნა რადას დეპუტატის, ყოფილი სპიკერის ანდრი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ივან ვიჰივსკიმ განაცხადა, რომ ამ დანაშაულში „რუსული კვალია.“ ვიჰივსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მკვლელობა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი.  მან არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა „რუსულ კვალში“ და არ გაამჟღავნა ინფორმაცია ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ.


მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილ მალიუკმა მომახსენეს ანდრეი პარუბის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. მადლობას ვუხდი სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი და კოორდინირებული მუშაობისთვის. ამ საშინელი მკვლელობის ყველა გარემოება უნდა გაირკვეს,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.